logo_geo
eng_logo
„კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი სამსახურში დადიოდა“ - ოფისი 2 დღით დაიკეტა
- +

7 მარტი. 2020. 00:39

 

 

კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც სანდო წყარო ამბობს, ფარმაცევტული კომპანიის „გეფას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ოთხი დღე სამსახურში დადიოდა. მას კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა, თანამშრომლებთან და სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ გაყიდვების ოფიცრებთან ჰქონდა.

 

 

„კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის „გეფას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია, სამსახურში ოთხი დღის განმავლობაში დადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. „გეფა“-ს ოფისში 30-მდე თანამშრომელია დასაქმებული. მასთან კონტაქტი ყველა მათგანს ჰქონდა. გარდა ამისა, „ფარმადეპო“-ს გაყიდვების ოფიცრებს და დისტრიბუტორებს ხვდებოდა. ახლა, ოფისი ორი დღით დაკეტილია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.“ - ამბობს წყარო. 

 

 

შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.კარანტინის რეჟიმში, ამჟამად 162 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის  45 პაციენტია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner