7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ჟიული შარტავას ვაჟკაცობა და ღირსება ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ის ჩემთვის არის სახელმწიფო მოღვაწის მაგალითი, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით და საკუთარი ხალხისადმი ერთგულებით, რომელმაც როგორც ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა, თავი გასწირა სამშობლოსათვის. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მას”- წერს გიორგი გახარია.