logo_geo
eng_logo
„ხუმრობის დრო აღარაა, გთხოვთ, ვილოცოთ!“
- +

10 მარტი. 2020. 12:46

 

 

რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე სოციალურ ქსელში წერს:

 

იტალიაში რთულდება სიტუაცია, სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი, აქვე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა! ხუმრობის დრო აღარ არის და მშვიდად, ყოველგვარი შფოთის გარეშე გავერთიანდეთ ყველანაირად და კონტაქტი ვიქონიოთ ერთმანეთთან! მე თავად ყველა გამგზავრება გავაუქმე და მეუფის კურთხევით ვრჩები თქვენთან ერთად! გთხოვთ, ვილოცოთ და ჩვენი ლოცვით შევეწიოთ ჩვენს სამშობლოს და განსაცდელში მყოფ იტალიას! უფალი მეფობს! და მისი წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – წერს მამა იოანე.

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით იტალიაში 9 172 ადამიანია დაინფიცირებული. დაიღუპა 463 ადამიანი, განიკურნა – 724.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner