ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მათ პნევმონია განუვითარდათ. დანარჩენებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გაავრცელა.
„მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, სადაც არის უკვე დაფიქსირებული კორონავირუსის თვითგადაცემა, გაუფრთხილდნენ ოჯახებს, საზოგადოებას და დარჩნენ თვითიზოლაციაში“, – განაცხადა იმნაძემ.
გუშინ ინფექციურ კლინიკაში ორ ეტაპად 33 პაციენტს ჩაუტარდა ახალ კორონავირუსზე კვლევა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ყველა მათგანთან პასუხები უარყოფითი იყო. მოქალაქეების ნაწილი უკვე საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფება.