logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჩემი რძალი და შვილიშვილები იზოლაციაში არიან, ყოველდღე კართან ვუტოვებ საკვებს
- +

12 მარტი. 2020. 23:26

 

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ იმედის ეთერში სოლიდარობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვას, მათ შორის უნდა მოვერიდოთ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების სტუმრობას.

 

 

"ჩემი ოჯახის წევრები, რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში. ყოველდღე მე მათთან მივდივარ, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როცა მე გავდივარ იქიდან, ისინი აღებენ კარებს, შეაქვთ სახლში და, როგორც წესი და რიგია, გამომაქვს ნარჩენები", — აღნიშნა გამყრელიძემ.

 

 

რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner