logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ქართველებს, მგონი, ჭკუა არ გვყოფნის და პოლიტიკური კულტურაც ნაკლები გვაქვს
- +

13 მარტი. 2020. 00:40

 

 

 

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით,  პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყანისთვის ცუდია.

 

 

როგორც  ექსპერტმა „რეპორტიორთან“ საუბრისას აღნიშნა,  ქვეყანაში  ჩამოყალიბებული პარტიული სპექტრი არ არსებობს და  მოსახლეობასთან კონტაქტის დეფიციტია.

 

 

„თუკი 30 ოლქში გვეყოლება მაჟორიტარები, ესენი მაჟორიტარებიც არ იქნებიან, ესენი იქნებიან პარტიების წარმომადგენლები. ასე რომ, შერეულზე კიდევ უფრო ნაკლებად მაჟორიტარულია ეს სისტემა, ძალიან მიახლოებულია პროპორციულთან. გამართლების თვალსაზრისით, ბევრ ქვეყანაში არ ამართლებს პროპორციული სისტემა, ზოგან - ამართლებს. ცოტა ჭკუაც უნდა იმისათვის, რომ გაამართლოს. უბრალოდ, ქართველებს, მე მგონი, ჭკუა არ გვყოფნის ამ შემთხვევაში და პოლიტიკური კულტურაც ნაკლები გვაქვს. იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კულტურა სუსტი იყო, შემოიტანეს მაჟორიტარული სისტემა, რადგან ორიენტაცია იყოს პიროვნებებზე და არა მცირერიცხოვან პარტიებზე. ამიტომ, არჩევნები ამერიკაში სრულიად მაჟორიტარული სისტემით მიმდინარეობს და მიაჩნიათ, რომ ეს ზრდის დეპუტატის პასუხისმგებლობას ამომრჩევლის მიმართ. ამიტომ შეგნებულად ამჯობინებენ სისტემის იმ ხარვეზს, რომ შეიძლება ხმათა რაოდენობა პროპორციულად არ გადანაწილდეს, ვიდრე მატარებელივით შეიყვანოს რამდენიმე კაცმა პარლამენტში ხალხი, რომელსაც მოსახლეობასთან არანაირი კონტაქტი არ ექნება, როგორც პროპორციული სისტემისთვისაა დამახასიათებელი.

 

ამ პრინციპიდან თუ გამოვალთ, ჩვენი ქვეყნისთვის პროპორციული სისტემა ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩამოყალიბებული პარტიული სპექტრი, გვაქვს მოსახლეობასთან კონტაქტის დეფიციტი და გარდა ამისა, პარტია ლიდერზეა ორიენტირებული. ამერიკელების ერთ-ერთი პრინციპი ეს იყო, რომ პარტიების ლიდერები არ იქცნენ ბელადებად. ამიტომ ატარებენ არჩევნებს მაჟორიტარული სისტემით. ჩვენ კი, ბელადებად გადაქცევის ტენდენციაც გვაქვს. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ არ გვინდა ბელადი, რომელი პარტიაც გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მისი თავმჯდომარე იქნება ბელადი,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner