logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ახლა პანდემიაა და არავინ ამბობს, ამ ცხოვრების დედაცო!
- +

13 მარტი. 2020. 22:34

 

 

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

” რა დროს პანდემიაა?! ვუყურებ სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციოებს და თავი საშინელებათა ფილმის მაყურებელი მგონია!

 

 

სულ ცოტა ხნის წინ პატარა ბიჭის უბედურების ტირაჟირება მოხდა ჩვენი ქალაქის სახლების და ღობეების კედლებზე: “ამ ცხოვრების დედაც”-ო!!! ხოდა, ახლა პანდემიაა და არავინ ამბობს, ამ ცხოვრებისო!

 

 

ყოველ წელს, გამთენიას, ოთხის ნახევარზე ჩემს ქუჩაზე, ხეებისგან გამოშიგნულ ქუჩაზე, კორპუსების ტყეში, შაშვი იწყებს გალობას. ზამთარში აქ არ იყო, თუ იყო და დუმდა, არ ვიცი. 1 მარტს გავიგე მისი გალობა ამ გაზაფხულზე. მას მერე, ღამით მუშაობისას, ვცდილობ, ოთხის ნახევრამდე გავძლო, და მოვუსმინო. ახლაც გალობს, ზედა ქუჩებიდან გალობით ეხმიანებიან სხვა შაშვები. საოცარი სიმფონიაა! რა დროს პანდემიაა?!

 

 

“რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,

როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!”

 

 

მშვიდობიანი დილა მიეცი, ღმერთო, ჩემს ქვეყანას და ჩვენს დედამიწას!

 

 

შაშვი თავგამოდებით გალობს უტკბილეს ხმებზე. თავისთვის გალობს, შეყვარებულისთვისაც, და მგონია, ჩემთვისაც, ამ ღამეში.” - წერს  მაია ნიკოლეიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner