logo_geo
eng_logo
საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლას დროებით წყვეტს
- +

13 მარტი. 2020. 23:14

 

 

საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლას დროებით წყვეტს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა.

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს  შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

 

 

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. 

 

 

შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner