რუსთავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, 2 მცირეწლოვანი გადაიყვანეს. ერთ-ერთი რამდენიმე თვისაა, ხოლო მეორე დაახლოებით 2 წლის. ბავშვები მშობლებთან ერთად საქართველოში იტალიიდან მარტის დასაწყისში დაბრუნდნენ და ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვებს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა დაეწყოთ, რის გამოც მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა.
ბავშვების მშობლები თვითიზოლაციაში რჩებიან და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.
როგორც "ინფო რუსთავს" მოგვიანებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, რუსთავიდან გადაყვანილ პაციენტებს კორონავირუსზე კვლევები უკვე ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია. მათივე ინფორმაციით ბავშვები ამ ეტაპზე ბინაზე დააბრუნეს და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.