logo_geo
eng_logo
საქართველოს პატრიარქის 10 რეკომენდაცია
- +

19 მარტი. 2020. 19:31

 

 

1) საქართველოს ეკლესია მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან.

 

 

2) ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად.

 

 

3) გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, – ,,უფალო შემიწყალე.“

 

 

4) საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.

 

 

5) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას..

 

 

6) ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

 

 

7) წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.

 

 

8) კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში ) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით

 

 

9) ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.

 

 

10) მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა;

 

 

„ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.

 

 

ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner