logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: 10 პაციენტზე კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფითია
- +

19 მარტი. 2020. 22:04

 

 

“10 პაციენტზე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

 

 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის ტესტი კიდევ 15 ადამიანს აუღეს და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

 

 

ხანდაზმულ პაციენტზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ქალს ასაკთან ერთად მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს, რის გამოც ამ პაციენტთან, მიუხედავად სწორი მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია ცუდი პროგნოზული შედეგიც.

 

 

„კიდევ ორი პირის მდგომარეობა, რომელზეც ვამბობთ რომ რთული პაციენტები არიან შედარებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება, თუმცათითოეულ მათგანთან შესაძლოა იყოს დაავადების გართულება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner