საქართველოს მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები დროებით არ შესრულდება, - ეს გადაწვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მიიღო.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს, საუბარია პარასკევისა და იმ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ ლოცვებზე, რომლებზეც ბევრი ხალხი იკრიბება.
სრულიად საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის განცხადებით, მეჩეთები ღია იქნება და მსურველები ლოცვებს ინდივიდუალურად შეასრულებენ. მუფთის თქმით, შეზღუდვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ის მრევლს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.