logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს
- +

19 მარტი. 2020. 22:07

 

 

“იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით, თუმცა დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

გიორგი გახარიას თქმით, თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

 

 

„პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ,”- განაცხადა პრემიერმა.

 

 

მანამდე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებების გარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner