logo_geo
eng_logo
პანდემიის დასასრული ახლოსაა! - ნობელის პრემიის ლაურეატის ანალიზი, რომელმაც აქამდე ყველა პროცესი გამოიცნო
- +

20 მარტი. 2020. 23:00

 

 

 

 

ებრაელი და ამერიკელი ბიოფიზიკოსი, 2013  წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, აშშ-ის ეროვნული აკადემიის წევრი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ლევიტი კორონავირუსისგან გამოწვეულ პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ „პანდემიის დასასრული ახლოსაა“.

 

 

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ლევიტი ეპიდემიოლოგი არ არის, მან თებერვალში ზუსტად იწინასწარმეტყველა ინფექციის ჯერ პიკი, ხოლო შემდეგ გავრცელების რიცხვის შემცირება ჩინეთში. ახლა კი ამბობს, რომ ჩინეთში ვირუსი მარტის ბოლოსთვის გაქრება და საქმე სწორედ აქეთკენ მიდის.

 

 

ის, რომ ინფექციის მაჩვენებელი შენელებულია, ნიშნავს იმას, რომ პანდემიის დასასრული ახლოსაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლევიტი უყურადღებოდ ტოვებს იმ რეკომენდაციებს, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ხელისუფლება გასცემს.

 

 

„რაც უფრო დაიცავთ თავს სხვებთან უშუალო კონტაქტისგან, მით უფრო შეგეძლებათ ვირუსის კონტროლი. ასე რომ, ამ პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია სამ დღეში მხოლოდ ერთი ადმიანი დაინფიცირდეს. ეს კი ვირუსის გავრცელების ტემპს შეაჩერებს“, - აღნიშნავს ლევიტი.

 

 

მისი თქმით, ჩინეთი უახლოვდება იმ პოზიციას, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ნულის ტოლი იქნება.სამხრეთ კორეა უკვე გადავიდა ამ ეტაპზე და ინფიცირებულთა რიცხვს ამცირებს.

 

 

რაც შეეხება იტალიას, ლევიტის თქმით, ქვეყანაში ინფიცირებულთა მაღალი რიცხვი გამოწვეულია იმით, რომ იტალიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხუცებს შეადგენს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner