logo_geo
eng_logo
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პირებიდან ორს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა
- +

21 მარტი. 2020. 12:48

 

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან ორს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ორივე პაციენტი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიითაა.

 

ინფიცირებულთაგან ერთი იუნკერია, იგი საქართველოში საფრანგეთიდან 16 მარტს დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ახალგაზრდა ქალს, 20 მარტს დაბრუნდა საფრანგეთიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ გორის ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

 

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, ამ ეტაპზე ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 57 პირია მოთავსებული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner