დღეს მსოფლიო ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე, კორონავირუსის ე.წ. მსოფლიო რუკაზე, დილის საათებში მონაცემი ასე განახლდა – საქართველი, 1 117 დაინფიცირებული, 1 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილი.
მოგვიანებით, მონაცემი ისევ შეიცვალა და ამჟამინდელი სურათი ისევ ემთხვევა ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს – 40 შემთხვევა ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი.
ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ისევ იგივე შეცდომა მოხდებოდა, რაც ადრე.
რამდენიმე დღის წინ, იგივე საიტზე, ინფიცირებულთა რიცხვი 48 მდე გაიზარდა უცებ და მერე ისევ დაუბრუნდა საქართველოს სამინისტროს მონაცემებს, მაშინ საქართველოს მხარემ გააკეთა განცხადება, რომ შემთხვევით მიუმატა ჯანმომ, შესაძლო შემთხვევები არსებულს, თუმცა, მიმატების არც ერთი პრინციპით, შესაძლო და არსებულის მიმატებით ვერც მაშინ მიიღებდი – 48-ს.
ამჟამად, კარანტინის რეჟიმში გვყავს 1592 ადამიანი, როგორც საიტზეა მითითებული და სტაციონარში – 262.
1500 -მდე ადამიანია ასევე თვითიზოლაციაში.
როგორ და საიდან გამოიყვანა 1117 ინფიცირებული – ჯანმომ და რატომ დაწერა რომ საქართველოში 4 ადამიანია გარდაცვლილი – უცნობია.
ასეთ ვითარებაში, ყოველ შეცდომას მინიმუმ განმარტება უნდა მოჰყვეს და ინფორმაციის დამალვას კი – სისხლის სამართლებრივი პასუხისგება.