logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულსა და მარტვილის მერს შორის კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
- +

23 მარტი. 2020. 19:14

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

 

შეხვედრაზე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

 

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარტვილის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში და ადმინისტრაციულ შენობებში შპს ,,ჰიგია“-მ  განახორციელა.

 

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

 

 

დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

 

 

საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

 

მარტვილის  მუნიციპალიტეტში შექმნილია მოხალისეების  ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან რისკ ჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს. ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.

 

 

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე და ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერეთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:

 

 

☎ ცხელი ხაზი: 599070392; 599030663

right_banner right_banner
არქივი
right_banner