logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია მესტიაში კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა
- +

24 მარტი. 2020. 19:43

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.

 

სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად მესტიაში, მის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები.

 

ალექსანდრე მოწერელია დაინტერესდა მესტიის საკარანტინო ზონაში არსებული ვითარებით. მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე არსებობს, სადაც ამჟამად 2 უცხოეთის მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 6 ადამიანი იმყოფება.

 

შეხვედრას მესტიის მერი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner