logo_geo
eng_logo
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

30 მარტი. 2020. 21:28

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით მოთავსებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ისინი სამედიცინო ცენტრს დღესვე დატოვებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

 

 

ქამუშაძის ინფორმაციით, ლაბორატორიიდან 10 საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღეს და აქედან ცხრა უარყოფითია. „კოვიდ 19“ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და საშუალო სიმძიმისაა.

 

 

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner