მწერალი ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მზაკვრული გეგმების შესახებ წერს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს.
„მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის რომ დაკავებული არ არის, აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიეჩვია. ახლა აქვს ფული იარაღის ვაჭრობიდან – მას გადააქვს ტერორისტების იარაღები – ეს მე და ჩემმა მეგობრებმა ჩემი თვალით ვნახეთ – და ამ არალეგალური ფულით ახლა ჯერ ცდილობდა ზუგდიდში ხალხი დაეხოცა ჭყლეტაში და ახლა ცდილობს, რომ ათასობით ადამიანი მოუმზადებლად შემოიყვანოს, რომ აქ ქაოსი დაატრიალოს.
კითხვა არის შემდეგი: რა არის მიშა სააკაშვილის შემოსავლის წყარო? საიდან შოულობს ის მთელ მსოფლიოში დეფიციტურ ნიღბებს და პანდემიურ ეკიპირებას, რომელსაც შავ ბაზარზე ძალიან დიდი ფასი ადევს? მე მაქვს პასუხი და ბევრ კიდევ ჩემს მეგობრებს: ის უკვე დიდი ხანია უდესიანის, კეზერას და მსგავსი კრიმინალების საშუალებით არალეგალურად ყიდის იარაღს ისლამისტ ტერორისტებზე – ამ ფულს არაბი შეიხები უხდიან და ამ ფულით ახლა ქართველების დახოცვა უნდა პანდემიის დროს.
გააჩერეთ, ეს კრიმინალი – ეს კაცი მკვლელია – ის უბრალოდ გიჟი არ არის. გააჩერეთ ეს ნაბიჭვარი, ბატონო პრემიერო – ის უკვე სახლში გვივარდება იარაღის უკანონო ვაჭრობით მოპოვებული ფულით. სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ბიძამის თემურ ალასანიასთან ერთად ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით. და ახლა უკვე მასობრივი მკვლელობების შემზადების მუხლით.“ – წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქში.