logo_geo
eng_logo
კორბოულსა და მერჯევში ახალი საბავშვო ბაღები შენდება
- +

6 მაისი. 2020. 16:02

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორბოულში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი, მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერეს.

 

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია ასევე სოფელ მერჯევშიც. ორივე ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროცესის დასრულებას შემოდგომისთვის ვარაუდობენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner