logo_geo
eng_logo
ზუგდიდში ყოფილი საავადმყოფოს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადასცეს
- +

7 მაისი. 2020. 15:34

 

 

ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ. სასურსათო კალათების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია დაესწრნენ.

 

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება. ამჯერად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, დევნილ ოჯახებს გადაეცემათ დახმარება. ეს პროცესი გრძელდება და ყველა მოქალაქე, ვისაც სჭირდება მსგავსი დახმარება, მას ჩვენ გვერდით დავუდგებით. რეგიონის მასშტაბით უკვე გაიცა 15 000 ოჯახზე სასურსათო პროდუქტი და ეს პროცესი გრძელდება“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner