Culture Trip ცნობილი სამოგზაურო ბლოგია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 450-ზე მეტ ტურისტულ მიმართულებას აცნობს მკითხველს. გვერდს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს.
ამჯერად ბლოგზე ის 6 ევროპული მიმართულება გამოჩნდა, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ ტურისტები უნდა ეწვიონ, მათ შორის ერთ-ერთი თბილისია.
თბილისთან ერთად სიაში მოხვდნენ: გდანსკი(პოლონეთი), კორდობა(ესპანეთი), გოთენბურგი(შვედეთი), ბელგრადი(სერბეთი) და ტირანა (ალბანეთი).