18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში ამოღებულია 1254 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 55,082 კგ თუთუნი და 1460 ღერი თვითნაკეთი სიგარეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ.