logo_geo
eng_logo
„განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა, თავი შუაზე ჰქონდა გაპობილი და რაღაც რუხი მასა შადრევანივით ასხავდა“- ბექა სივსივაძე 26 მაისის დარბევას იხსენებს
- +

26 მაისი. 2020. 00:30

 

 

 

ჟურნალისტი ბექა სივსივაძე, რომელიც 2001 წლის 26 მაისის სასტიკი დარბევრის მსხვერპლია, ცხრა წლის წინ მომხდარს იხსენებს.

 

ეს ფოტო 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევიდან სამ-ოთხ საათში ჩემი მეგობრის ანი მათიაშვილის სახლშია გადაღებული.

 

მანამდე კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: დარბევამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ინფორმაცია გავრცელდა, რომ სპეციალური რაზმებით სავსე ყვითელი ავტობუსები 9 აპრილის პარკში ბანაკდებოდნენ. თუ სწორად მახსოვს მე და თელარა გელანტიამ გადავამოწმეთ და საკუთარი თვალით ვნახე უამრავი ნიღბიანი, რამაც აშკარად ცხადყო, რომ სააკაშვილის რეჟიმი სისხლის დასაღვრელად ემზადებოდა. უკან დაბრუნებულებს სცენასთან ხათუნა ივანიშვილი  შემომხვდა. მთხოვა მეგობრებისთვის გადამეცა არავინ წასულიყო. საშინლად ელავდა. რკინის ჯებირებთან ლევან ანჯაფარიძე  და გურამ ფირცხალავა საუბრობდნენ. ალეკო შარვაძემ სამახსოვრო ფოტო გადაგვეღო. გიორგი მამაცაშვილი მოვიდა. კოკისპირულად გაწვიმდა. თორმეტ საათზე მერიიდან მოვიდნენ. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. უეცრად ყოველი მხრიდან ცეცხლი გაიხსნა. კვამლის ყუმბარები, წყლის ჭავლი. რეზინის ტყვიები. სცენა აღარ ჩანდა. სუნთქვა ჭირდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე ფოტო გადავიღე და ისევ გიორგი მოვძებნე. წავიდეთ, თავისუფლების მხარეს ჩავიდეთ და რასაც მოვახერხებთ იქიდან გადაიღე. მგონი მე შევთავაზე. უსიტყვოდ შევთანხმდით. მეტრო თავისუფლებასთან ზემოთ მხარეს გზა გადაკეტილია. ხალხს არ უშვებენ. ფეხს საკმაოდ ავუჩქარეთ. მეტროს ჩავცდით. ქვემოდან სპეცრაზმის დიდი კოლონა მოდის. მთელი გზა სავსეა. კიდევ ავუჩქარეთ ფეხს. ალბათ, ათიოდე მეტრი გვაშორებს. ვხედავ, იარაღი ჩვენსკენ მომართეს. -არ ისროლოთ, ჟურნალისტები ვართ. მძაფრი ტონით იძახის გიორგი. ვინც გინდათ იყავით, გვპასუხობენ და ზალპით გვესროლეს. (ეს რამდენიმეწამიერი კადრები აღბეჭდილია ტვ-25 ოპერატორის მიერ, რომელიც მოგვიანებით შემთხვევით აღმოვაჩინეთ) მახსოვს სიმწრისგან გიორგიმ წაიფორთხილა, უეცრად მკლავში ხელი ჩავავლე, წამოვაყენე და უკან შემოვტრიალდით წამოსვლა მეათასედში სპეცრაზმისგან ზურგით აღმოვჩნდი, რა დროსაც მორიგი ზალპი საკუთარ ზურგზე ვიწვნიე. ალბათ, ამან მოხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან, თორემ ამ რაოდენობის ტყვია, რომ მკერდის მხარეს მომხვედროდა მტრისას... ტკივილისგან ვეღარ ვსუნთქავდი. უკან გამოქცეულებმა მეტროს პატრულს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ უარი მივიღეთ. პატრულთან საუბრისა ვიგრძენი, როგორ მომხვდა თავში ხელკეტი და გავითიშე. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ. როცა თვალი გავახილე ხელბორკილი მედო. ჩემგამ რამდენიმე მეტრში, მეტროს შესასვლელთან გიორგი ეგდო (არ მიწყენს ამ სიტყვის გამო). მისკენ გავხოხდი. მახსოვს ირგვლივ დასოსხლიანებული ადამიანები ეყარა. განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა, რომელსაც თავი შუაზე ჰქონდა გაპობილი და რაღაც რუხი მასა შადრევანივით ასხავდა. (ხშირად მიფიქრია იქნებ ნიკა კვინტრაძე იყო, ან სულიკო)

 

-უშველეთ, კვდება. ყვირის გიორგი. -თუ არ გინდა შენც მაგ დღეში აღმოჩნდე ხმა ჩაიგდე. მივიღეთ პასუხი და გავეშებულამ მასკიანებმა რეზინის ხელკეტებით გაგვროზგეს. არ ვიცო რა დრო გავიდა. საუბარი პრაქტიკულად არ შემეძლო. ისევ მამაცამ იყოჩაღა. პრესკარტების მთელი დასტა გატანა ვიღაც სპეცრაზმელს. ცოტა ხანში აქეთ-იქიდან ხელი ჩაგვავლეს და პუშკინის სკვერისკენ წაგვიყვანეს, სადაც ტუსაღები ყვითელტობუსში აყავდათ და მთავარ სამმართველოში გადაჰყავდათ. ჯოჯოხეთური კოროდორი გამოგვატარეს, რომლის ბოლოში ცნობილი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე შემოგვხვდა. ირაკლი მაშინ პრეზიდენტი ადმინისტრაციაში მუშაობდა. მისი წყალიბით ავტობუსში აყვანას გადავრჩით. გამოგვიშვეს. ხელებშეკრულებმი მერიოტს გამოვცდით, რომლის გადმოსწვრივ თუ სწორად მახსოვს “პოპულის” მაღაზია იყო, სადაც მახსოვს ახალგაზრდები ლუდის ბოთლებით იდგნენ. ერთ-ერთი ნაცნობი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთით გიორგიმ მოიკითხა. მახსოვს ხელებშეკრულები ვიდექით. ბოლოს იმ ნაცნობმა გვკითხა. სად იყავით, ხო მშვიდობააო. მალევე მივედით მეგობრის სახლში. მახსოვს ცრემლიანი ემოციები. ხელები გაგვიხნეს და მოგვიარეს. დილით რომ გამეღვიძა საწოლთან ბუფი-ჩემი მეგობრის ძაღლი იჯდა. თურმე მთელი ღამე მდარაჯობდა. მახსოვს, გვირჩიეს დავწოლილიყავით და ტელევიზიები გამოგვეძახებია, რაც ვიუკადრისეთ და თავად წავედით ტვ-ობიექტივში პრესკონფერენცის გასამართად. ექსპერტიზაზე 38 ნატუვიარი დამითვალეს. პლუს ტვინის შერყევა და ახეული ყური.

 

ემოციების გარეშე, მხოლოდ ფაქტებით აი, ასეთი იყო 9 წლის წინ ჩემი 2011 წლის 26 მაისი.

 

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და უფალს ვთხოვ მსგავსი უბედურება აღარასოდეს განმეორებულიყოს.“- წერს ჟურნალისტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner