logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი
- +

26 მაისი. 2020. 22:06

 

 

 

წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში,  თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

 

საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 102 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner