ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია დენდროლოგიური პარკის მონახულების შემდეგ შთაბეჭდილბებეს გვიზიარებს და სოციალურ ქსელში წერს.
„ვგიჟდები ფლამინგოებზე, მათ სანახავად და გადასაღებად ხან ევროპაში დავდიოდი ხანაც აფრიკაში...
სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით...
ამ პარკში არამარტო ფლამინგოები არამედ 45 სახეობის რამდენიმე ასეული ფრინველიც ბინადრობს
15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი...
რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება!!!
P.S. კომენტარში მომწერა ჩემმა მეგობარმა პაატა სულაბერიძემ რომელიც ყველაზე კომპეტენტური გახლავთ ამ შემთხვევაშიც, რომ შეიძლება პარკის გახსნა გაცილებით ადრე მოხერხდეს ასე რომ დაველოდოთ... მადლობა პაატა!!!“- წერს ბადრი ვადაჭკორია და მის ფოტოებს გვიზიარებს.