პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი შალვა რამიშვილთან ინტერვიუში ოპოზიციის პოლიტიკურ ისტერიას აღწერს:
„მოუკლავი დათვის ტყავს რომ იყოფენ ეგ ხომ ერთია, მაგრამ იმაზე დახოცეს ერთმანეთი, ვინ იქნება პრემიერ- მინისტრი. ვეღარ ჩამოყალინდნენ პრო- რუსული თუ პრო- დასავლური და უკვე ძალიან სასაცილო პროცესია, გინდაც ეს ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე, მელია და ყველა პროდასავლურობის დამჩემებელი გახდა, სასაცილოც აღარ არის.
დღეს ყველა ერთად სხედან, ვაშაძეებიც, თუმცა უფროსი ვაშაძე რომ „კაგებეშნიკი“ იყო და დღეს არ ვიცი „ფეესბემ“ გადაიბარა თუ ვინ, დღეს ისინი ლაპარაკობენ რაღაც ღირებულებებზე, რაც სრული სიგიჟეა.“- გაბაცხადა სუბარმა.