„პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის განსხვავება ნათელია. ერთ შემთხვევაში მოქალაქე ირჩევს პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ პარტიას გადასცემს გარკვეულ პასუხისმგებლობას, რომ ამ პარტიამ როგორც გუნდმა, როგორც ერთიანმა ძალამ იმსჯელოს, გადაწყვიტოს და შეასრულოს გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ. მეორე შემთხვევაში, მოქალაქე ირჩევს კონკრეტულად ადამიანს, პიროვნებას, რომელსაც უფრო მეტად ენდობა და ვიზეც თვლის, რომ ეს ადამიანი ყველაზე უკეთ მოახერხებს მისი ინტერესების გატანას და მისი პრობლემების გადაწყვეტას. ბუნებრივია ორივე არის დემოკრატიული გზა და ორივე შემთხვევაში მოქალაქე თავის გარკვეულ უფლებებს, თავის გარკვეულ პასუხისმგებლობას და ნდობას გადასცემს ერთ შემთხვევაში პარტიას მეორე შემთხვევაში მაჟორიტარს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სადაც საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
„მე პირადად გახლავართ მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი და ძალიან დიდ პატივს ვცემ საზოგადოებას ვინც ამირჩია. ძალიან დიდი ენთუზიაზმით 4 წლის განმავლობაში ჩავდიოდი ყოველთვის ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, ვმუშაობდი ადგილზე, პრობლემებზე მქონდა კონტაქტი საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ რომ ეს კონტაქტი მომავალშიც შენარჩუნებული იქნება და მე, ჩემი მუშაობას, როგორც მაჟორიტარის, მქონდა გარკვეული სპეციფიკა, გარკვეული მოტივატორები, როდესაც მე ვიცოდი რომ პირდაპირ ვიყავი არჩეული ამ საზოგადოების მიერ. მეორეს მხრივ, რასაკვირველია თუ ჩვენ გვინდა მომავალში უფრო დაბალანსებული პოლიტიკა არა ომის პოლიტიკა, არა დაყოფის პოლიტიკა, არა ის პოლიტიკა, სადაც პოლიტიკური ძალები თავისი ენერგიის 80%-ს ხარჯავენ დაპირისპირებაში და მხოლოდ 20%-ს უთმობენ რეალური საქმეების გაკეთებას, რასაკვირველია სჯობს ისეთი პარლამენტი და ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც პოლიტიკური პარტიები მხოლოდ თავის თავზე კი არ იღებენ პასუხისმგებლობას, ერთმანეთს გაუზიარებენ ამ პასუხისმგებლობას და ცდილობენ ერთმანეთი დაარწმუნონ უფრო სწორ გადაწყვეტილებებში. უდაოა რომ საქართველოს მომავალი, საქართველოს მომავლის პოლიტიკა ასეთია და ჩვენ როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსებს მიგვაჩნია, რომ რომ საქართველოს მომავალი პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მე როგორც მაჟორიტარმა და ჩემმა ბევრმა კოლეგამ, რომლებიც მაჟორიტარები იყვნენ და არიან, მხარი დაუჭირეს სრულად პროპორციულ სისტემას. რატომ არ შეიძლება უბრალოდ თვითონ ეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების კალიბრი, მისი მნიშვნელობა გაუთანაბროთ იმას, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნების გადმოწევის გადაწყვეტილებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ეს იყო სამწუხარო რასაკვირველია და მე ვფიქრობ, რომ ამაში გარკვეული პოლიტიკური ფასი, ჩვენ როგორც მართველმა პარტიამ გადავიხადეთ, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს ჩვენ ყველას რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში მიიღება პარლამენტის მიერ ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც პოლიტიკური გუნდი ოპოზიციური თუ მმართველი პოლიტიკური გუნდი აჟღერებს სამართლებრივ სახელმწიფოში, კონსტიტუციაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში საბოლოო ჯამში ფორმდება პარლამენტში იმ თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილებით, რომელთაც აქვს თანაბარი ხმები. ვერც არჩილ თალაკვაძე, ვერც ირაკლი კობახიძე ვერც ქალბატონები ირმა და მარიამი ვერ იტყვის, რომ ის რაც მან თქვა წინასწარ ეს უკვე არის გადაწყვეტილება, სანამ მასსავით ერთი მანდატის მქონე დეპუტატი არ დაუჭერს ამას მხარს. მესმის, რომ ოპოზიციას თუ საზოგადოების ნაწილს აქვს განსხვავებული მოსაზრებები თუ რატომ ჩავარდა ეს ინიციატივა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ინიციატივა იყო ვადის გადმოწევის ინიციატივა, თავად დიდი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადადის პროპორციულ არჩევნებზე მიღებული იყო ჯერ კიდევ 2017-18 წლებში, როდესაც ჩვენ წინა თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი კობახიძის მეთაურობით ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა. ეს არის ფაქტი, ეს არის უკვე ისტორია. რატომ 2024 და რატომ არა 2020? მოცემულობა იყო ასეთი - ჩვენ თავდაპირველი ინიციატივა ანუ თავდაპირველი პროექტი, რომელიც მოვამზადეთ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ითვალისწინებდა ზუსტადაც, რომ 2020 წელს ამ გადასვლას, თუმცა ისიც არ არის პრაგმატული და რაციონალური მიდგომა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც უფრო რადიკალურია და დესტრუქციულია დღეს, ამბობს რომ ან ახლა ან არასოდეს, მე ვფიქრობ, რომ წინა ორ შემთხვევაში, როდესაც ზუსტად ამ პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან ჩააგდეს საქართველოს შანსები ორჯერ რომ ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ არჩევნებზე, ზუსტად ამ კატეგორიულმა მიდგომამ გამოიწვია, რომ ისინი აცხადებდნენ ან ახლა ან არასოდეს. არა, ბატონებო და ქალბაქონებო, პოლიტიკა ასე არ მუშაობს! პოლიტიკა მუშაობს ასე, რომ თუ შენ ხედავ, რომ დღეს არ გაქვს ამის გაკეთების საშუალება და მიგაჩნია, რომ ეს კარგია,რასაკვირველია ხვალ თუ ამაზე გადახვალ, ეს უკვე მიღწევაა. პოლიტიკა არ არის 4 წლიანი ისტორია, პოლიტიკა არის 10 წლიანი, 20 წლიანი, 30 წლიანი ისტორია, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ეს ისტორია, მაგრამ მათ ისტორიაში, კიდევ ვამბობ, აქ სამწუხაროდ არ ესწრებიან ის პოლიტიკური ძალები, მათ ანგარიშებზე, მათ პოლიტიკურ ბიოგრაფიებში არის ჩაწერილი, რომ მათ ზუსტად ასეთი კატეგორიული მიდგომით ორჯერ უკვე ჩააგდეს შანსი, რომ გადავსულიყავით. სწორედ ეს მოხდა, რატომ ვერ გადავედით 2020 წელს იმ სისტემაზე, ვერ გადავედით იმიტომ, რომ მაშინ სხვა მეორეხარისხოვანი პოლიტიკური საკითხის გამო ოპოზიციის მაგ ნაწილმა ჩააგდო, დაბლოკა ეს პროცესი, გავიდა საკონსტიტუციო კომისიიდან და ამან სამწუხაროდ გააჩინა ბზარები და დაპირისპირება ერთიანი პოზიციის გარშემო.