ამირან ბუთურიშვილი საქართველოს ყველაზე გამორჩეულ მსახიობს კახი კავსაძეს იუბილეს ულოცავს.
„იუბილარი! ვულოცავთ!
ქართული კინოსა და თეატრის, ესტრადის ცოცხალი ლეგენდა კახი კავსაძე იუბილარია.
5 ივნისს გამოჩენილი მსახიობი 85 წლის გახდა.
თავს არ შეგაწყენთ იუბილარის წარდგენით, მას ყველა იცნობს. მისი როლები განუმეორებელია. 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.
ბატონი კახი არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010). მიღებული აქვს: ქალაქ დუშანბეს საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია (1989), იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“ (2001). 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის „ვარსკვლავი“.
რატომღაც თბილისის საპატიო მოქალაქეც მეგონა.“