logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რევოლუცია რომ მოაწყო, ამისთვის ერთი უმარტივესი პირობა უნდა არსებობდეს...
- +

5 ივნისი. 2020. 00:57

 

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

კიდევ ერთხელ რევოლუციაზე: რევოლუცია რომ მოაწყო, ამისთვის ერთი უმარტივესი პირობა უნდა არსებობდეს და რამდენიმე თავად უნდა შექმნა.

 

  1. უნდა არსებობდეს რევოლუციისთვის აუცილებელი საწყისი - ზემოურებს არ უნდა შეეძლოთ და ქვემოურებს არ უნდა სურდეთ.

დღეს საქართველოში არის საკმაოდ საინტერესო მოცემულობა - ზემოურებს მართვა შეუძლიათ და ქვემოურებს მართვის ეს ფორმა მოსწონთ, მაგრამ ზემოურები თავად ქმნიან იმ სიტუაციას, რომ ქვემოურებს ბოლომდე ამოუვიდეთ ყელში მათი ლოიალური და პოლიტკორექტული დამოკიდებულება აშკარა მტრებთან, რაც თავის თავში რევოლუციის წინაპირობა ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ რამე მოხდა, ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკური ძალა ხალხისგან განადგურდება.

 

  1. უმთავრესი პირობა რაც რევოლუციონერებმა უნდა შექმნან არის - მარატი, ლენინი, ტროცკი, რობერსპიერი, ლიბკნეხტი და თუნდაც ემილიან პუგაჩოვი, რომლებიც დღევანდელი საქართველოს ლიბერალურ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს.

 

  1. აუცილებელია "ავრორა" და შეიარაღებული მთვრალი მატროსები, რომელთაც ზურგში ლატვიელ მსროლელთა პოლკის ხიშტები ექნებათ მიბჯენილი.

 

  1. აუცილებელია მატროსი ჟელეზნიაკი რომელიც პარლამენტში შევარდება და პარლამენტარებს მაუზერის მუქარით სახლებში გაყრის.

 

ეს არის ის აუცილებელი პირობები, რომელთა არსებობა განაპირობებს რევოლუციას და არა ვიღაც მდაბიო და გონებრივად განუვითარებელი ტიპების იდიოტური ფბ პოსტები.

 

წიგნები წაიკითხეთ თქვე ბოლომდე დაუმზადებელო ბაქიბუქა არსებებო და რევოლუციებზე ან პოლიტიკოსობაზე მერე იფიქრეთ- წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner