logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რევოლუციური სცენარი დამარცხებისთვისაა განწირული
- +

5 ივნისი. 2020. 01:45

 

 

ეს იყო გაგრძელება მიხეილ სააკაშვილის, შემდეგ მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მსჯელობენ ასეთ საკითხებზე, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნები მათი გამარჯვების გზა ვერ იქნება- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი არველაძის განცხადებას.

 

აქ უბრალოდ გასაჯაროება მოხდა ერთი კონკრეტული ადამიანის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამ გეგმის. ისინი ამ გზაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს გზა არის ასევე არარეალური, რადგან მათ ამის ძალაც არ ეყოფათ, რადგან დღეს სახელმწიფო შემდგარი სახელმწიფოა და რევოლუციური სცენარიც დამარცხებისთვის არის განწირული და ბუნებრივია მათი პარტიაც“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ემზადეთ რევოლუციისთვის- ასე მიმართა გიორგი არველაძემ ქართულ ოპოზიციას.

„შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა... რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში. შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმვად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა შეტაკებებშიც, რომლებიც საჭირო დროს დადგებიან საარჩევნო უბნებთან ნარკომანი ძველი ბიჭებისთვის პასუხის გასაცემად, რომელთაც საჭირო დროს ექნებათ ჩაფხუტიც, რომ გაუძლონ პოლიციის ხელკეტს, სათვალეც და პირბადეც, რომ დაიცვან თავი ცრემლმდენი გაზისგან და რეპრესიული სისტემის მიერ ამოცნობისგან. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად“, - წერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner