საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა ბატონმა გელოდი ფოცხიშვილმა
ქართულმა ქორეოგრაფიამ დიდი დანაკლისი განიცადა, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი, საზოგადო მოღვაწე, მრავალი ფესტივალისა და კონკურსის, ოლიმპიადის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობილი ანსამბლის „მხედრულის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
ჰამლეტ კობეშავიძე
(1935-2020)“
„რეპორტიორი“ იზიარებს მწუხარებას და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.