მე არ ვიცი ამ განცხადებით ის სააკაშვილს ახმოვანებს თუ სხვა ჩანაფიქრია, მაგრამ ჩემთვის ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის განცხადებას, რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით.
„ზოგადად რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბუნება ის გაახმოვანა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, შინაარსი, რაც ამ განცხადებაში იკვეთება - მათი ხასიათია. შეიძლება რაღაც მომენტში შენიღბულად, განსხვავებულად მოქმედებდე, მაგრამ ეს ხომ ჩანს და იკითხება, საზოგადოება ამას ხომ ხედავს. გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ცოტაც და ხელისუფლებას დავამხობდითო“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი არველაძემ Facebook-ის საკუთარ გვერზე დაწერა, რომ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის საზოგადოება მზად იქნება.