ქონებრივი დეკლარაცია ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად. იქ არის ყველაფერი დაცული,- ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მის შემოსავლებს ეხებოდა.
გიორგი გახარიას განცხადებით, თანამდებობის პირი უნდა მიეჩვიოს, რომ სახელმწიფო სამსახურში შემოსავალი აკლდება. მისი თქმით, მოსახლეობას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, უჭირს.
„მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, ამას არავინ უარყოფს. განსაკუთრებით დღეს, ამ პანდემიის პირობებში. საერთოდ, არ არის მორალური, ასეთ კითხვას რომ სვამთ, ასეთი ღიმილით - ეს ამორალურია. გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი პირადულის გარეშე, იმიტომ, რომ სპეკულირება მოსახლეობის სიღარიბით, ჩემთვის მიუღებელია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.