logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ვერასოდეს შევთანხმდებით
- +

5 ივნისი. 2020. 20:35

 

 

მე და ჩემმა გუნდმა ამომწურავად გავეცით პასუხი ყველა კითხვას. რასაკვირველია, ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ვერასოდეს შევთანხმდებით, რაც ბუნებრივიცაა. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ. ისინი მხოლოდ თავის ხმამაღალ განცხადებებზე აგებენ ან ზოგჯერ არც აგებენ პასუხს. ჩვენ მოსახლეობის წინაშე ჩვენს ქმედებებზე ვართ პასუხისმგებელი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დახურული მოსმენის დასრულების შემდეგ.

 

მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენა „საქმიანად“ და „პროდუქტიულად“ შეაფასა. „ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია მსგავსი თუ სხვა ფორმატის მოსმენები, შეხვედრები დეპუტატებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე უმრავლესობიდან,“ - აღნიშნა მან. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავს მოსმენებს ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ კამერები ოპოზიციაზე კომენტარების გაკეთებისას მაგიურად მოქმედებს.

 

 კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. ოპოზიციის დეპუტატებმა ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაიგეს,“ - აღნიშნა მინისტრმა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner