დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ვირუსის პანდემიის დროს ეკონომიკის გაჩერება ლოგიკურია.
„ჩვენზე კრიტიკა მოდიოდა, რომ გავაჩერეთ ქვეყანა და გავაჩერეთ ეკონომიკა. ვინც ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის აკეთებს არჩევანს და ირჩევს ეკონომიკას იქ რჩება წაგებული. ეს არის ეპიდემიოლოგების ანა-ბანა. ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ თანდათან ამუშავდებოდა ქვეყანაში ყველაფერი, ფრთხილად ვეკიდებოდით ამ ყველაფერს. ადამიანებს მუდმივად ვეუბნებით, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამას უამრავი დისკომფორტი ახლავს თან", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.