logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: COVID19 წყლით არ გადადის, ამიტომ ცურვა სახიფათო არაა
- +

6 ივნისი. 2020. 02:40

 

 

წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ანაცხადა.

 

ამიტომ ზღვაში ბანაობა საშიში არ არის. ასევე არც აუზზე ბანაობაა სახიფათო. მითუმეტეს ყველა აუზი იქლორება მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, ასევე აუზთან და სანაპიროზე სივრცეში დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს“, - აღნიშნა იმნაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner