პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რა ხდება ნაღვარევში?!. რა საშიშროება ელის ეკლესიას, სადაც კრწანისის ომის 300 არაგველმა გმირმა ფიცი დადო, რომ შეეწირებოდნენ სამშობლოს? რა ესაქმებათ ჩინელებს ამ სიწმინდესთან?.. რა ღვთის რისხვაა ჩვენს თავს?!.ეჰეი, რა ხდება?!..
სოფელი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტ- ში (ქვეშეთის თემი). სად არის საპატრიარქო?!. ქართველებო, შევყაროთ ქვეყანა!.. ვიხმაუროთ!..
ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა! შეგვეწიოს ქართველთა მეოხი წმინდა გიორგი!. დაე, წმინდა გიორგის მახვილს შეემუსროს ქართ- ული მიწის ყველა გამყიდველ-გამსხვისებელი!.. დაე, იცოდნენ, მათ ეზო-კარში არც ხე გამოიღებს ნაყოფს, არც დედაკაცი და პირუტყვი შობს ცოცხალ არსებას, არც მიწიდან აღმოცენდება მცენარე, არც მზის სხივები გაათბობთ და, არც პური და წყალი მიეცემა მათ ოჯახს!..კარგად დაიმახსოვრონ ეს!..
თინათინ მღვდლიაშვილი“