logo_geo
eng_logo
თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა
- +

8 ივნისი. 2020. 15:50

 

 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა:

 

  1. თბილისი, ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრიდან მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრამდე (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთამდე), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

 

  1. თბილისი, ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრიდან (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთიდან) მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

 

  1. რუსთავი-თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთიდან - ნიკო ლომოურის ქუჩის N1-მდე (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

 

  1. რუსთავი - ნიკო ლომოურის ქუჩის N1-დან (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

 

  1. რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

 

  1. რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.

 

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 982 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner