მთელი ცხოვრება მინისტრი ხომ არ ვიქნები?!, ოდესღაც ხომ დასრულდება ჩემი მინისტრობა, თუმცა არ ვიცი როდის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემს მაჟორიტარობაზე მიზანმიმართული ჭორი ოპოზიციამ გაავრცელა. მე ვარ იქ, სადაც ვარ დღეს; სადაც დამნიშნეს და ეს არის ჩემთვის უაღრესად საპატიო თანამდებობაა, მე ვემსახურები ჩვენს ყველაზე საამაყო ჯარს.
თანამდებობაა ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობაა, ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო და კარგი საქმე გავაკეთო. ამაზე ძვირფასი რა უნდა გავაკეთო ამ პერიოდში. ჩვენ გვყავს გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და მის გადაწყვეტილებას სრულად ვემორჩილებით. არჩევნების შემდეგ ვინ სად იქნება, ამას გუნდის ლიდერი გადაწყვეტს. ჩემთვის ბედნიერება, რომ ჩემს ჯარს ვემსახურო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.