ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ერთნაირი „მესიჯების“ გაჟღერების გარდა, სტრატეგიული შეცდომა არადამაჯერებელი არგუმენტების წარდგენისას დაუშვა, რადგან მათი განცხადებები რეალობასთან ურთიერთგამომრიცხავია.
„მარგველაშვილი საუბრობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, არასოდეს ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა მის საქმეებში და მას ჰქონდა სრული თავისუფლება.
ზუსტად ერთი - ერთში გაიმეორა დავით უსუფაშვილმა და დღეს იგივე თქვა გიორგი კვირიკაშვილმაც, მაგრამ სამივე ამატებს, რომ ქვეყანაში არის ერთპიროვნული მმართველობაო