logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: დევნილებისთვის ბინების შესყიდვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძება, რომელიც წარმოვადგინეთ
- +

10 ივნისი. 2020. 00:26

 

 

დევნილებისთვის ბინების შესყიდვა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმნა განაცხადა.

 

 მისი თქმით,  აღნიშნული მხარდაჭერის გეგმის საფუძველზე, სახელმწიფო, ერთის მხრივ, ეხმარება სამშენებლო სექტორს და მეორე მხრივ, პასუხობს  ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას.

 

 როდესაც ამ ღონისძებაზე ვმუშაობდით, ვთქვით, რომ ჩვენ, ერთის მხრივ, შეგვიძლია მივეხმაროთ სექტორს და მეორე მხრივ, ვუპასუხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - ჩვენი დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას და ამიტომ, ეს ღონიძიება მოხვდა მხარდაჭერსის გეგმაში. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო, ყოველწლიურად დაგეგმილი რაოდენობის მიხედვით ახორციელებს საცხოვრებელი ფართების შეძენას. ეს პროცესი ჩვენ მიმდინარე ბიუჯეტის მიხედვითაც გვქონდა დაგეგმილი და წელს ის გაგრძელდება წლის ბოლომდე, თუმცა დამატებით 150 მილიონი ლარის რესურსი დაიხარჯება იმაზე, რომ 1800 დევნილ ოჯახს დავუკმაყოფილოთ საჭიროება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ერთი მხრივ, სექტორს შეუნარჩუნებს და გაუზრდის შემცირებული გაყიდვების მაჩვენებელს და მეორე მხრივ, საშუალოდ, სამი წლით ადრე 1800 ოჯახს მივცემთ შესაძლებლობას მიიღონ საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner