ზვიად კვაჭანტირაძე ყველასთვის საყვარელ თამაზ კვაჭანტირაძეს იუბილეს ულოცავს და წერს:
„გუშინ ამ ბრწყინვალე ადამიანს 80 წელი შეუსრულდა! დავურეკე. მივულოცე. ცრემლიც მომადგა თვალზე...
დრო ულმობლად გარბის.
დღეს ჩემზე ბევრად უმცროსი იყო მაშინ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70 - 80 იან წლებში, როდესაც მთელი საქართველოს მოსწავლეებს, სტუდენტებს და საზოგადოების დიდ ნაწილსაც კი, ტელეეკრანებთან მიაჯაჭვავდა ხოლმე და თავისი ოდნავ ხრიწიანი, მაგრამ გამოჭედილი ხმით იმდროისთვის წარმოუდგენლად დიდებულ ლექციებს უკითხავდა მშობლიურ ქართულ ლიტერატურაში.
გაუმარჯოს თამაზ კვაჭანტირაძეს! ქართული სულის და გულის ჭეშმარიტ მითურმხილველს, ქართული ენისა და ლიტერატურათმცოდნეობის დიდოსტატს, უფრო სწორად კი, დიდოსტატთა შორის უდიდოსტატესს, რომელმაც ჩემს თაობას განსაკუთრებულად შეგვაყვარა მშობლიური ქართული ლიტერატურა; მწერლობა, პოეზია, პუბლიცისტიკა... ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და ულევი სიხარული.
„მოვუაროთ საქართველოს“- ასე ასრულებდა ყველა ტელელექციას. მაშინ ერთეულები ახერხებდნენ ასეთი პატრიოტული მოწოდებების გახმოვანებას.
მ ო ვ უ ა რ ო თ
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ! “