თეა წულუკიანის თქმით, ჩვილის მკლელობაზე გაკეთებულმა სიუჟეტმა მისი ყველა ფიგურანტი მსხვერპლად აქცია. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
„ამ სიუჟეტმა ის დედაც აქცია მსხვერპლად, ისე რომ არც დაფიქრდა. მე პირადად შემძრა იმანაც ამ სიუჟეტში, რომ არც მოერიდათ და ამგვარ ტრაგედია დატრიალებულ ოჯახში პირდაპირ იყო მცდელობა ოჯახში შევარდნის ჟურნალისტებს მხრიდან. უბნის დაკონკრეტება, სართულის. მეორადი ვიქტიმიზაცია ხდება ყველა ბავშვის.
თავის გამოჩენა ყველას უყვართ და მით უმეტეს, ეს უყვარს ბავშვებს. ამიტომ თუ ტელევიზორში გამოვჩნდები, რომ კარგად გავამწარო საკუთარი ოჯახის წევრები, რომლებიც მეჩვენება, რომ მჩაგრავენ, რატომაც არა, მოვიქცევი ისე, როგორც არ უნდა მოვიქცე და ამას ფრთხილად სჭირდება ყოველთვის ყურადღების მიქცევა და მიდგომა“, - განაცხადა წულუკიანმა.