logo_geo
eng_logo
ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე: ბავშვისგან ინფორმაციის აღებას უნდა მთელი ცოდნა და ტექნიკა
- +

10 ივნისი. 2020. 02:20

 

 

ბავშვისგან ინფორმაციის აღებას უნდა მთელი ცოდნა და ტექნიკა. ფსიქოლოგები და პედაგოგების დასწრება როცა ბავშვის გამოკითხვა ხდება, უფლებრივიდან კი არ წარმოიშვა, ამის საჭიროება, არამედ - იქიდან, რომ ბავშვისგან მიღებული ინფორმაცია აპრიორში სანდოს არ წარმოადგენს, რადგან ისაა გაცილებით შთაგონებადი, მგრძნობიარე, ფანტაზიაც ძლიერი აქვს და ხშირად, მიჰყვება იმ ხაზს, რასაც უფროსი შესთავაზებს, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ გადაცემა „არენას“ ეთერში, რითაც გამოეხმაურა დედის მიერ ჩვილის სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს.

 

ბავშვთან მუშაობისას, კითხვების მთელი ტექნიკა და გამოკითხვის მთელი ტაქტიკა არსებობს. მართლა არ სჭირდება ამას დიდი განათლება, რომ არ იცოდეს ჟურნალისტმა, მით უფრო, თუ ჟურნალისტურ გამოძიებებთან აქვს საქმე, რომ ბავშვისგან იფორმაციის აღება არ შეიძლება. აქ, უბრალოდ, საქმე გვაქვს იმასთან, რაც ყოველთვისაა: ტემპერატურის აწევაა სა ემოციების გაყიდვაზეა ლაპარალი. რას იყენებენ საწვავად, რომ ტემპერატურა აიწიოს, აქ უკვე გადაჭარბება შეიმჩნევა. ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ ეთერში მაღალი ტემპერატურა შექმნან და მით უმეტეს, ამას ეს პოლიტიკური არჩევნებიც ემატება.

 

ძალიან იაფფასიანი, ძალიან უგემოვნო იყო ტემპერატურის აწევის მცდელობაც. ყოველ შემთხვევაში, ჩემ ირგვლივ ვინც ნახა ეს სიუჟეტი, აღშფოთების გარდა, ცოტა სასაცილოდაც მოეჩვენად. სასაცილოდ - არა იმ ამბავში, რომ ბავშვი ამ მდგომარეობაში გამოიყვანეს, არამედ იმიტომ, რომ უსუსური მცდელობა შეიქმნა, ძალიან ხელოვნურად. დაირღვა ყველა სტანდარტი, მორალური თვალსაზრისით, ბავშვის ინტერესების არგათვალისწინებით. მე ვსაუბრობ არა იურიდიულ, არამედ - ფსიქოლოგიურ მხარეზე“ - განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner