logo_geo
eng_logo
აშშ-ს სენატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით covid 19 -ის წინააღმდეგ გამართულ კონფერენციას ლევან მამალაძე ორგანიზებას ვაშინგტონიდან უწევს
- +

11 ივნისი. 2020. 00:42

 

 

 

 ამერიკის შეერთებული შტატების სენატის და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით, დაწყებულია საერთაშორისო ექსპერტების პრაქტიკული სამეცნიერო დახმარების პროცესი”- ამის შესახებ ინფორმაციას ლევან მამალაძე ავრცელებს ფეისბუქში.

 

საერთაშორისო ექსპეტები არიან: მედიცინის დოქტორი Jerald Keusch- ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ახალი ინფექციური დაავადებების ჯგუფის ხელმძღვანელი და მსოფლო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი; მედიცინის დოქტორი Davidson Hamer- ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალური ჯანდაცვისა და ინფექციურ დაავადებათა, მოგზაურთა მიერ გავრცელების „GeoSentinel” ცენტრის ხელმძღვანელი.

 

მე ვაშინგტონიდან მოდერაციას ვუწევ წინასწარ შეთანხმებული ქვეყნის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ექსპერტების კონტაქტს და მათთან პრაქტიკული წინადადებების შემუშავებას. ეს სამუშაო აპრილიდან დაიწყო და ყველა მონაწილე კმაყოფილია ამგვარი თანამშრომლობით, კერძოდ კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლო დონეზე ახალი მიღწევების უშუალო გაზიარებით. ვფიქრობ ეს საინტერესო იქნება ქართველი სპეციალისტებისათვის და მკითხველთათვის. ამჯერად სემინარი ჩატარდა უკრაინელი მედიკოსებისათვის!

 

გუშინდელ სემინარზე ექსპერტებმა აღნიშნეს – მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში მედიცინა ტექნოლოგიურად და მენეჯმენტით ერთერთი სუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და COVID 19-ით დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ძირითად მიზეზად დაასახელეს, ხელმძღვანელ პოლიტიკოსთა თვითნებობა და ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების დაგვიანებულად გათვალისწინება. ამან გარკვეულ წილად საშუალება შეუქმნა სპეციალისტებს, პრაქტიკაში გამოეცადათ შემუშავებული მეთოდიკა და სამკურნალო პრეპარატები, ვინაიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დადგენილი ეფექტური სააშუალებები ჯერ არ არსებობს.

 

პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ყველას განკურნავდა მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებით და დიდი რაოდენობით შემოიტანეს ჰიდოქსილქლოროქინი. აშშ-კლინიკებში გამოცადეს პრეპარატი და აღმოჩნდა, რომ მას უფრო მეტი პრობლემები მოჰქონდა პაციენტებისთვის, ვიდრე ხელს უწყობდა ვირუსთან ბრძოლას. ამრიგად ჰიდროქსილოქინი  – მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები COVID 19-თან ბრძოლისთვის რეკომენდებული არ არის.

 

უკრაინელი მედიკები, წააწყდნენ პრობლემას, რადგან კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად დააფიქსირეს კავასაკის სინდრომის ზრდა. კავასაკის სინდრომის წარმოშობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, ის ძირთადად ბავშვებშია გავრცელებული. დადგენილია, რომ ორგანიზმში ავტოიმუნური პროცესების გამწვავება იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებას, მიზეზად ხშირად სახელდება სასუნთქი ორგანოების ინფექციური დაავადებები, შედეგად სხეულზე და ლორწოვანზე წყლლულოვანი გამონაყარი ჩნდება, გართულების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კორონარული არტერიების ანევრიზმა და მიოკარდიის დაავადება.

 

კავასაკის სინდრომის ზრდა ასევე დაფიქსირდა ნიუ-იორკში. კორონავირუსის პირდაპირი მიზეზი ამ სინდრომის გამოწვევაში არ გამოვლინდა, თუმცა სასუნთქი ორგანოების დაზიანება და ინფიცირება შეიძლება იწვევდეს კავასაკის სინდომით დაავადებულთა რაოდენობის ზრდას.

 

ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, დროულად დაუწყონ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა ბავშვებს, მათ შორის ანტიბიოტიკების გამოყენებით, რათა არ დაუშვან კავასაკის სინდრომით გამოწვეული გართულებები. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე COVID-19 დაავქდებულთა განკურნება, შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით უფრო მიიღწევა. ეს ძალიან ძვირადღირებული პრეპარატებია და მთავრობა განიხილავს სუბსიდირების საკითხს.

 

მომდევნო სემინარზე განიხილება კორონავირუსის სანინააღმდეგო ვაქცინების შექმნის პერსპექტივები და გამოცდის შედეგები. კორონავირუსის გავრცელების სეზონურობა, ატმოსფერული ტემპერატურისა და დღის სინათლის ხანგრძლივობის გავლენა მის გავრცელებაზე!”- წერს ლევან მამალაძე ფეისბუქში.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner