ვაქცინის იმედი ყველას გვაქვს და თუ მეორე ტალღისთვის ვაქცინა იქნება მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
„მართალია, ბევრი უკვე ნერვიულობს, რომ ამ ვაქცინით დაჩიპავენ, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ძალით არავის გაუკეთებენ ამ ვაქცინას და ნეტავ იმათ ეყოთ, ძალიან რომ მოუნდებათ რომ აიცრან. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიარდი ვაქცინა უნდა დამზადდეს მოკლე დროში, რომ მთელი დედამიწის მოსახლეობას ეყოს. ის ქვეყნები, რომლებიც დაამზადებენ, ჯერ თავისი ქვეყნის მოსახლეობას აცრიან და მერე გაიტანენ მსოფლიო ბაზარზე. ასე რომ იმის შიში, რომ ვიღაცას ძალით გაუკეთებენ ვაქცინას, ნურავის ექნება, ნეტავ იმას ეყოს, ვისაც მოუნდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.