logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ჩვენ ვართ მწვანე კუნძული რეგიონში
- +

12 ივნისი. 2020. 02:35

 

 

ჩვენ დღეს პანდემიის პირობებში ვფიქრობთ და ვმუშაობთ, რაც არ არის ლოკალური პრობლემა, ამდენად ჩვენ კარს რომ გავაღებთ, კარს მიღმა რაც რისკებია, ის რისკები კარგად უნდა გავაცნობიეროთ და რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ქვეყანა ფიქრობს იმაზე, რამდენად დიდხანს დატოვოს კარი დახურული და ვის გაუხსნას კარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

ამ შემთხვევაში, პირველ რიგში დგას საკითხი ასე, ვისთვის არის უსაფრთხო მოგზაურობის ნებართვა და ქვეყანა რამდენად უსაფრთხოა. ამაზე სპეციალური კრიტერიუმებია მომზადებული და მწვანე ქვეყნების კატალოგიც კი არსებობს. ჩვენ ვართ მწვანე ქვეყნების ჩამონათვალში, აქ საუბარია იმაზე, მილიონ მოსახლეზე რამდენი ინფიცირებულია, დღეში რამდენი ინფიცირების შემთხვევა დასტურდება, ტესტი რამდენი ტარდება. გარკვეული ტესტირების მაჩვენებელი აუცილებელი მოთხოვნაა და ჩვენთვის ეს არის მინიმუმ 1500 ტესტი დღეში. თუ გაიხსნება კარი, ამ შემთხვევაში დღეში 3 ათასი ტესტიც უნდა ჩავატაროთ, ხუთი ათასიც და რაღაც მომენტში 10 ათასი ტესტიც. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია. ყველა ამ მაჩვენებელს ვაანალიზებთ და რეკომენდაცია გაიცემა იმის მიხედვით თუ ვისთან შეიძლება გვქონდეს უმოკლეს ვადაში უსაფრთხო მიმოსვლა. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვართ მწვანე კუნძული რეგიონში და ერთეული შემთხვევების ზრდა ამ სურათს არ ცვლის. ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს და მოგზაურობასთან დაკავშირებით და დაველოდოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner