logo_geo
eng_logo
თათია შარანგია: 10 წლის ბავშვს წყევლიან, რადგან ედუარდ შევარდნაძეა... მინდა მიეტევოთ, ჩემი შვილის აცრემლებული თვალები
- +

12 ივნისი. 2020. 21:40

 

 

 

პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას მიმართავს.

 

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი მისი შვილის, 10 წლის ედუ შევარდნაძის მისამართით წამოსული ნეგატივის შესახებ წერს. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, 10 წლის ბავშვს სოციალური ქსელის მომხმარებლები მხოლოდ იმიტომ ლანძღავენ, რომ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილია.

 

გადავავლე 300 კომენტარს თვალი და არ მჯერა ამხელა ბოროტების, შურის, ღვარძლის... 10 წლის ბავშვს პოლიტიკაზე ედავებიან კომენტარებში, წყევლიან და წერენ რომ არაფერი შეერგება... რადგან ედუარდ შევარდნაძეა... (ოღონდ ედუა და 10 წლის არის).... არის მეორე კატეგორია, ვისშიც შინაგანად მშობელი ცხოვრობს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს ჩემი შვილების დიდი ბაბუის მიმართ, ხვდებიან რომ ბავშვია, საყვარელი ბავშვი, როგორც ყველას შვილი და ამ უზნეობას აპროტესტებენ - მადლობა მათ...

 

ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი... ვისაც ობიექტური ხედვა აქვს მისი პოლიტიკური კარიერის მიმართ, ვისაც სუბიექტური.. ვის წინაპარსაც მეოთხედი არ გაუკეთებია არც სამშობლოსთვის და არც ოჯახისთვის და ისე მარტივად განიკითხავს მსოფლიო პიროვნებას... ყველას სრული მორალური უფლება აქვს პატივს სცემდეს თუ არა საქართველოს მეორე პრეზიდენტს... ყველაფერს ეშველება, მაგრამ იმ კატასტროფას რასაც ბავშვის მიმართ განუკითხაობა ქვია, იმ საშინელი კომენტარების ავტორების ბინძურ სულს ვინც ბავშვს აქ წყევლის და ლანძღავს, მათ არაფერი ეშველებათ... გულით მეცოდებიან და გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს....

 

ყველას შვილს ნათელი და ბედნიერი მომავალი“- წერს თათია შარანგია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner